Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | როგორ პასუხობს სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიისა და ნიტრატების სკანდალს?
ambebi.ge
26 July 2017, 12:20
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" კვლევის თანახმად, ქართულ ბაზარზე გამოტანილი ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს.
მანამდე უფრო ადრე იყო ე.წ. სუნელების სკანდალი, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა არანაკლებ შეაშფოთა. ხომ არ უნდა გამკაცრდეს ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოში და რა ბერკეტები აქვთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ ეს სფერო სათანადოდ გაკონტროლდეს? - ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსს გია მიქაძეს ვესაუბრეთ.

- ჩვენ სისტემატურად ვახორციელებთ ქართულ ბაზარზე არსებული სურსათის კონტროლს: 2011 წლის შემდეგ ინტენსიურად ვიკვლევთ ნიტრატების შემცველობას სურსათში და ამ წლების განმავლობაში ნიტრატების მაღალი Advertisement დონე მხოლოდ ორჯერ გამოვავლინეთ. ორივე შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომები მივიღეთ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენთვის უცნობია ეს პროდუქცია ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, თუ პორტატული აპარატურით, რომელსაც დიდი ცდომილება ახასიათებს. ჩვენი სააგენტო ნიტრატების დონეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში იკვლევს, შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. თუ ამ ორგანიზაციის დასკვნა პორტატული აპარატურის გამოყენებით დაიდო, მაშინ სულ მცირე, 30%-იან ცდომილებას აქვს ადგილი. როგორც ვიცი, მათ ხილ-ბოსტნეული პორტატული აპარატურით გამოიკვლიეს.

- ჩვენი მოსახლეობა ძალიან შეაშფოთა უფრო ადრე გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სუნელებში ტყვიის რაოდენობა მაღალია. როგორ ამოწმებთ ტყვიის შემცველობას სურსათში?

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი